ვაქირის საჯარო სკოლაში დედაენის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა
26-04-2023
ილო მოსაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის საჯარო სკოლაში ისტორიული მოვლენები და თარიღები აქტიურად აღინიშნება.
სწორედ ამიტომ, სკოლის მე-4 კლასში დედაენის დღეს მრავალფეროვანი აქტივობები მიეძღვნა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ქართული ანბანის ასოები გააცოცხლეს და ისაუბრეს მის მნიშვნელობაზე თუ რაოდენ მდიდარია ქართული ენა თავისი დამწერლობით.
მოსწავლეებმა ასევე სკოლაში ქართული ენის დამწერლობის განვითარების შესახებ ცნობები წარადგინეს და ქართული სიმღერები შეასრულეს.
კლასის ხელმძღვანელი მარინე ფხოველიშვილი გახლავთ.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად დაწესდა.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილიში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს