აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მოსწავლეებს არაერთ საინტერესო აქტივობას სთავაზობენ.
ამჯერად, მესამებ კლასის მოსწავლეებმა ანიმაციური ფილმი „შეუძლებელია ოცნება?“/An impossible dream?, განიხილეს.
თემის განხილვის ინიციატორები კლასის დამრიგებელი ფიქრია სულაბერიძე და ხონის გენდერული საბჭოს წევრი - მარიეტა ლეთოდიანი იყვნენ. მოსწავლეებმა აზრი დააფიქსირეს, იმსჯელეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
„ქალები და მამაკაცები, გოგონები და ბიჭები ერთნაირი უფლებებით, რესურსებით, შესაძლებლობებით და დაცვით უნდა სარგებლობდნენ. ქალებს უფლება აქვთ, იცხოვრონ ღირსეულად, სიღარიბისა და შიშის გარეშე.
ოჯახი, სადაც თანაბრად ნაწილდება შრომა, მამაკაცი მხარს უჭერს მეუღლეს განვითარებაში, სიყვარულით და სიხარულითაა სავსე.
ოჯახში, სადაც ნაკლები ძალადობა და რეალიზებული ქალია გაცილებით ჭკვიანი და ჩამოყალიბებული თაობა იზრდება.
საქართველო ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: