პტენის საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბში მშობლის საათი მოეწყო
26-04-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესში მოსწავლეთა მშობლების ჩართულობის გაზრდაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამჯერად, მკითხველთა კლუბში მშობლის საათი მოეწყო, რომლის თემაც იყო „თევზი ხეზე“. აქტივობა ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართა. მის მიმდინარეობაში ყველა მონდომებით ჩაერთო.
მოსწავლეებმა თავი გამოიჩინეს - ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესი იყო მშობელთა ჩართულობაც.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში საინტერესო აქტივობები მთელი სასაწავლო წლის განმავლობაში იმართება.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს