ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მე-5 კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში საინტერესო შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა
26-04-2023
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული. 

ამჯერად, მე-5 კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მასწავლებელ ნინო ახალაძის ხელმძღვანელობით, შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა.

ნაწარმოების, „შვლის ნუკრის ნაამბობის“, შესწავლის შემდეგ, მოსწავლეებმა პრეზენტაციები წინასწარ მოამზადეს. მათ პრეზენტაციები შემდეგ თემაზრ შეასრულეს - „მისწერე წერილი პერსონაჟს და გაესაუბრე მათ“ . გარდა ამისა, გაკვეთილზევე გამოკვეთეს თვისებები, რომლებიც მოეწონათ და მოათავსეს ყულაბაში: „თვისებათა განძი“.

მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ დადებით თვისებას მიბაძავენ, მანკიერს კი უარყოფენ. კიდევ ერთ აქტივობაში - „მიმართე პერსონაჟს ერთი სიტყვით“, მთელი კლასი ჩაერთო.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მათ მასწავლებლის დარიგებულ ბარათებზე დაწერეს და მიამაგრეს ხეს, რომელიც შვლის ნუკრს ობლობის ჟამს იცავდა. იმსჯელეს, თუ რა შესძინათ ამ მოთხრობამ და რაში გამოიყენებენ ცხოვრებაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203