ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N2 საჯარო სკოლაში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების მონაწილეობით, დედამიწის დღე აღინიშნა.
მათ მასწავლებელ ნინო კურტანიძის ხელმძღვანელობით, ამ დღის ისტორიასა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გარდა ამისა, მათ ბუნების დაცვის საქმეში ადამიანის როლსა და სოფლის ეკოლოგიურ პრობლემებზე ყურადღება გაამახვილეს.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, ცოდნა გაიღრმავეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.
აღსანიშნავია, რომ ისინი დედამიწის მოფრთხილების მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ.
დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღის ქსელის მიერ მსოფლიო მასშტაბითაა კორდინირებული და ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები: