ღადოლარის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა, ინგლისური ენის გაკვეთილზე, ფილმების ჟანრების შესახებ საინტერესო ჯგუფური სამუშაო შეასრულეს
26-04-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და სწავლის სურვილზე დადებითად აისახება. 

ამჯერად, მე-6 კლასში, ინგლისური ენის გაკვეთილზე, ფილმების ჟანრების შესახებ ჯგუფური სამუშაო გაიმართა. 

მოსწავლეები მის მიმდინარეობაში მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, პოსტარები მოამზადეს. მათი ხელმძღვანელი ინგლისური ენის მასწავლებელი სვეტლანა გრიგორიანი იყო.

მოსწავლეებმა ცოდნა გაიღრმავეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. აღსანიშნავია, რომ ისინი დედამიწის მოფრთხილების მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203