ზუბის საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით, არაერთი საინტერესო აქტივობა გაიმართა
26-04-2023
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუბის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს. 

ამასთან დაკავშირებით კი, სხვადასხვა აქტივობა გაიმართა, რომლებშიც სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნიკოლოზ ომანაძე და მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები მოამზადეს და ამ დღეზე ისაუბრეს. 

აღსანიშნავია, რომ ისინი დედამიწის მოფრთხილების მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ.

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღის ქსელის მიერ მსოფლიო მასშტაბითაა კორდინირებული და ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203