გურჯაანის N4 სკოლის მოსწავლეები პროგრამირების კურსის წარმატებით გავლისთვის დაჯილდოვდნენ
გურამ ჭილაშვილის სახელობის ქალაქ გურჯაანის N4 საჯარო სკოლის ტექნოლოგიური კლუბის წევრებმა პროგრამირების კურსი გაიარეს.
მათ გურჯაანის ტექნოპარკში წარადგინეს და მოისმინეს პრეზენტაციები კურსის ფარგლებში მიღებული გამოცდილების შესახებ. კურსდამთავრებულ მოსწავლეებს პროგრამირება Python-ის წარმატებით გავლასთან დაკავშირებით, სერტიფიკატები გადაეცათ.
მათი ტრენერი - დავით ნოზაძე, ხოლო კლუბის ხელმძღვანელი - თამარ რუაძე იყო.
სკოლაში მოსწავლეთა მიღწევით ამაყობენ, ულოცავენ და წარმატებას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი” ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს GITA • Tech Park, ICT კლასტერისა Georgian ICT Cluster/საქართველოს ICT კლასტერი და ინოვაციური განათლების ფონდის Innovative Education Foundation ერთობლივი თანამშრომლობით.