პირველი სვირის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა ინტელექტუალურ შეჯიბრში პირველი ადგილი დაიკავა
26-04-2023

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა შეჯიბრსა და ინტელექტუალურ კონკურსში აქტიურად მონაწილეობენ.

ამჯერად, ისინი გუნდურ ინტელექტუალურ თამაშში - „რა? სად? როდის?“ მონაწილეობდნენ, სადაც პირველი ადგილი დაიკავეს.

აღნიშნული ინტელექტუალური კონკურსი ზესტაფონის მერიის ორგანიზებული იყო, რომელსაც გიორგი მოსიძე ხელმძღვანელობდა.

​„სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ვულოცავთ ჩვენ ნიჭიერ მოსწავლეებს: გიორგი ჟორჟოლიანს, ქეთევან და გიორგი სულაქველიძეებს, ნინო გელაშვილს, მაგდა ბაღდაძეს და ლუკა ქარქაშაძეს ამ დიდ გამარჯვებას, წინსვლა და წარმატებები მათ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა წარმატებას სკოლა მუდმივად მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203