„დედამიწა ჩვენი სახლია“ - გარემოსდაცვითი პროექტი ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლაში
26-04-2023
სოსო ღვინიაშვილის სახელობის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლის მეორხეკლასელებმა, პროექტი - „დედამიწა ჩვენი სახლია“, განახორციელეს. 

პროექტს კლასის დამრიგებელი ი.გეთიაშვილი ხელმძღვანელობდა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მიზანი მომავალ თაობაში, ბუნებისადმი სიყვარულისა და პატივისცემის გრძნობის აღძვრა მასზე ზრუნვა და დაცვა იყო.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა სკოლაში მრავალფეროვანი ნახატები წარადგინეს, შემეცნებითი ხასიათის პრეზენტაციები გააკეთეს და კედლის გაზეთი გამოუშვეს.

ბავშვებმა ასევე ნახეს ზღაპარი -  „ჩვენ ნარჩენები და დანარჩენები“, რომელმაც მოსწავლეებს კიდევ უფრო გააზრებინა, თუ რას ნიშნავს ადამიანსა და ბუნებას შორის ჯანსაღი ურთიერთობა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203