
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში მონდომებით მონაწილეობენ.
ამჯერად, ისინი გურჯაანის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის პროექტში - „ასე ნანატრი თავისუფლება“ აქტიურად ჩაერთნენ.
პროექტის ფარგლებში, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების IX-X კლასების მოსწავლეები, როგორც თანასწორგანმანათლებლები, ერთობლივად მუშაობდნენ IV-V კლასებთან, თემატურად განსხვავებულ საკითხებზე.
მათ საჭირო ცოდნა და ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიარეს.
მათ 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს და თემატური პლაკატები და პოსტერები დაამზადეს.
აქტივობაში ისინი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: