
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა.
სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა, დაწყებითი კლასის მასწავლებელ თეა მოდებაძესთან ერთად, დედამიწის დღის აღსანიშნავად საინტერესო აქტივობები განახორციელეს.
მათ შერჩეულ ადგილზე მცენარეები დარგეს.
მეორეკლასელებმა ასევე პედაგოგის ხელმძღვანელობით, თემატური კედლის გაზეთი შექმნეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
აღნიშნულ აქტივობებში ისინი მონდომებით, ინტერესით ჩაერთნენ და ცოდნა აიმაღლეს.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისა და სასწავლო პროცესში მათი ჩართულობის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია.
იხილეთ ფოტოები: