არაშენდის საჯარო სკოლის ფეხბურთელ ვაჟთა გუნდმა კახეთის რეგიონალურ პირველობაზე მე-2 საპრიზო ადგილი დაიკავა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ აქტივობასა და შეჯიბრში მონდომებით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლის ფეხბურთელ ვაჟთა გუნდმა კახეთის რეგიონალურ პირველობაზე 2008-2009 წლებში დაბადებულთა შორის, საინტერესო და დაძაბული თამაშების შედეგად, მე-2 საპრიზო ადგილი დაიკავა.
გუნდის წევრებმა შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
სკოლა მათ გამარჯვებას ულოცავს და შემდგომ წარმატებებს უსურვებს.
აღსანიშნავია, რომ სკოლა მოსწავლეთა წარმატებას მუდმივად მხარს უჭერს.