სარგვეშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე დასუფთავების აქციით აღნიშნეს
26-04-2023

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარგვეშის საჯარო სკოლაში, დედამიწის დღე გარემოსდაცვითი აქტივობით აღინიშნა. 

მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლის ეზო დაასუფთავეს, ერთობლივი ძალებით ეს პროცესი სახალისოდ და სასიამოვნოდ წარმართეს. 

მოსწავლეებმა განსაზღვრეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბუნების სიყვარული, გარემოს დაცვა და მასზე ზრუნვა. ბავშვებმა ასევე დედამიწის დღის დაარსების ისტორიაზე ისაუბრეს და ერთმანეთისგან ბევრი ახალი ინფორმაცია მიიღეს. 

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, მოსწავლეებში ეკოცნობიერების ამაღლება და გარემოსდაცვით აქტივობებში მათი აქტიური ჩართულობა.

შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიურად, 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203