„პანტომიმის თეატრი“- საინტერესო საჩვენებელი ღონისძიება სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში
26-04-2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და სწავლის სურვილზე დადებითაც აისახება.
ამჯერად, მუსიკის პედაგოგმა - ია მანოშვილმა საჩვენებელი ღონისძიება „პანტომიმის თეატრი“ ჩაატარა. მასში მე-5ა კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
როგორც სკოლაში ამბობენ, მონაწილეები სხვადასხვა ნომინაციაში ჟიურიმ შეაფასა, რამაც მაყურებლის თვალში დიდი მოწონება დაიმსახურა.