ჭანდარის საჯარო სკოლის მე-11 კლასში „ერთი მოთხრობის დღე“ მოეწყო
26-04-2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარის საჯარო სკოლაში ქართული ენის კვირეული გაიმართა.
აღნიშნული კვირეულის ფარგლებში, მე-11 კლასში „ერთი მოთხრობის დღე“ ჩატარდა. მოსწავლეებმა გურამ დოჩანაშვილის მოთხრობაზე - „იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი, ანუ გრიშა და მთავარი“ იმსჯელეს. მათ აზრი დააფიქსირეს, მხატვრულ ხერხებზე ისაუბრეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა.
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობას საპროტესო აქცია მოჰყვა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს