მანავის საჯარო სკოლის I და IV კლასის მოსწავლეებმა დედაენის დღე საზეიმოდ აღნიშნეს
26-04-2023
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლაში დედაენის დღის აღნიშნვას შეუერთნენ.
ეს თარიღი I და IVა კლასის მოსწავლეებმა ზეიმით აღნიშნეს. პირველკლასელებმა, დამრიგებლ ციცინო ბორაშვილის ხელმძღვანელობით, აქტივობები სკოლის დარაზში გამართეს, შესრულდა ლექსები დედაენაზე, სიმღერები და ჰიმნი. გარდა ამისა, მათ დედა ენის შემოქმედის - იაკობ გოგებაშვილის უდიდესი ღვაწლი პატივისცემით აღნიშნეს და საღამო მხიარული წარმოდგენებით გააფორმეს.
მეოთხეკლასელებმა კი, დამრიგებლ ნანული ავაქიშვილის ხელმძღვანელობით, თბილისში, „დედა ენის“ სიყვარული დედა ენის ძეგლთან გამოხატეს. მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართველ პეოტთა ლექსები, შეასრულეს სიმღერები და ქორეოგრაფიული ნომრები. როგორც სკოლაში ამბობენ, მხიარული ინსცენირებებით ააჟრიამულეს ბაღი, გაუშვეს ფერადი ბურთები, ფრანი და ცისარტყელას ფერები.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს