„დედამიწა ჩვენი სახლია“ - ვარევანის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა
26-04-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარევანის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. 

ამასთან დაკავშირებით, ღონისძიება - „დედამიწა ჩვენი სახლია“ გაიმართა. სამოქალაქო განათლების მასწავლებელის - მარინა ბროიანის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა პრეზენტაციები გამართეს, ჩატარდა პროექტ-გაკვეთილიც.

დღის ბოლოს კი, დასუფთავების აქცია გაიმართა, სკოლის ეზო და სოფლის რეკრეაციული ზონა ყველამ ერთად დაასუფთავა. მოსწავლეებმა ცოდნა გაიღრმავეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. 

აღსანიშნავია, რომ ისინი დედამიწის მოფრთხილების მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ. 

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღის ქსელის მიერ მსოფლიო მასშტაბითაა კორდინირებული და ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203