დედაენის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი კვირეული მუხროვანის საჯარო სკოლაში
26-04-2023

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხროვანის საჯარო სკოლაში, დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული საინტერესოდ წარიმართა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბევრი აქტივობებით, კითხვის საათით, თვალსაჩინოებებითა და პოსტერებით სავსე დღეები შთამბეჭდავი ღონისძიებით შეჯამდა.

მოსწავლეებმა, დედაენის დღის არსი გაიაზრეს და აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს თარიღი თვითმყოფადი და ინდივიდუალური სახელმწიფოს შენარჩუნებისთვის. 

მოსწავლეები აქტივობებში დიდი ინტერესითა და სიამოვნებით ჩაერთნენ. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203