მუხროვანის საჯარო სკოლაში საინტერესო გარემოსდაცვითი პროექტი განხორციელდა
26-04-2023
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხროვანის საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელებმა, პროექტი - „SAVE THE PLANET BY VINTAGE“, განახორციელეს.
აღსანიშნავია, რომ პროექტი, მდგრადი განვითარების მიზნებიდან გამომდინარეობს და ჩვენს წინაშე არსებულ გლობალურ გამოწვევებს ეხება.
მოსწავლეებმა, პროექტის ფარგლებში არაერთი საინტერესო და შემეცნებითი ხასიათის აქტივობა ჩაატარეს, მათ შორის მრავალფეროვანი პლაკატები დაამზადეს და გარემოსდაცვით საკითხებს პოპულარიზაცია გაუწიეს
პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებმა, გაიაზრეს ბუნების რესურსების მიზნობრივი ხარჯვის აუცილებლობა, ასევე საკუთარი როლი და პასუხისმგებლობა ქვეყნის და სამყაროს წინაშე.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით, მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და მათ ეკოლოგიურ პროექტებში აქტიურ ჩართულობას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს