დედაენის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო ღონისძიება თელეთის საჯარო სკოლაში
26-04-2023
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთის საჯარო სკოლაში, ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, სასკოლო ღონისძიება გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება, სახელმწიფო ენის კათედრამ ჩაატარა.
მოსწავლეებმა, დედაენისადმი მიძღვნილი ჰიმნი მოისმინეს, სხვადასხვა მწერლის ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, გამოჩენილი ადამიანების გამონათქვამები გაიხსენეს და ვიდეოჩანაწერი ნახეს, რომელიც 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს ასახავდა, როდესაც ქართული ენის, როგორც სახელწიფო ენის ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდებოდა.
მოსწავლეებმა იმ პორბლემებსა და მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრეს, რომლებიც ენის დაცვასა და განვითარებას უშლის ხელს.
ბავშვებმა, სხვადასხვა აქტივობით ბარბარიზმები დაგმეს, და აღნიშნეს, რომ სწორედ ახლა, როგორც არასდროს, ქართულ ენას დაცვა და გაფრთხილება სჭირდება!
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს