ჯიმითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლიტერატურული ნაწარმოების ინსცენირება დადგეს
26-04-2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯიმითის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა, პროექტ - „ვიმეგობროთ წიგნებთან“, ფარგლებში, იაკობ გოგოებაშვილის ნაწარმოები სპექტაკლად აქციეს. 

აქტივობა მოსწავლეებმა, დამრიგებელ ლია გოგინაშვილის ხელმძღვანელობით ჩაატარეს.  

მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოებას ნაწარმოების - „იავნანამ რა ჰქმნა?!“, ინსცენირება წარუდგინეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პატარებმა დიდი მონდომებით მოირგეს როლები და თანატოლებისა და სასკოლო საზოგადოების წინაშე შემოქმედებითი უნარების წარმოაჩინეს. 

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის საინტერესო და შემოქმედებითი სასწავლო პროცესის შეთავაზება, რადგან მსგავსი აქტივობები ბავშვებს მოტივაციასა და განწყობას უმაღლებს

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203