
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარევანის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა.
ქართულის, როგორც მეორე ენის კონსულტანტ-მასწავლებელ ნინელი გოგოლაძის ხელმძღვანელობით, X, XI, XII კლასის მოსწავლეებმა, კვირეულის ფარგლებში, პრეზენტაციები მოამზადეს და წარადგინეს.
ჩატარდა კალიგრაფიისა და მხატვრული კითხვის კონკურსები. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებულები.
მონაწილეებს სამახსოვრო სიგელები გადაეცათ. კვირეული დასკვნითმა ღონისძიებამ - „სიყვარულის, ლექსის, სადღეგრძელოს ენავ“ დაასრულა, მასში დაწყებითი კლასის მოსწავლეებიც, ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელის ნინო იველაშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობდნენ.
იხილეთ ფოტოები: