„აქციე ყოველი დღე დედამიწის დღედ“ - ზემო ხანდაკის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი კვირეული მოეწყო
26-04-2023
პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე კვირეულით აღინიშნა.
კვირეულის - „აქციე ყოველი დღე დედამიწის დღედ“ ფარგლებში, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები და მსოფლიოს ბუნებრივი რუკა შექმნეს, რომელიც სკოლის ფოიეში გამოფინეს.
ისინი აქტივობაში უდიდესი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით გეოგრაფის პედაგოგის მარინა ჩეჩელაშვილის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ.
დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღის ქსელის მიერ მსოფლიო მასშტაბითაა კორდინირებული და ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს