ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იმიტირებული ლიტერატურული სასამართლო პროცესი გამართეს
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლას აქტიური, ნიჭიერი და შემოქმედებითი მოსწავლეები ჰყავს.
ამჯერად, მე-10 კლასის მოსწავლეებმა, სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხის“ მიხედვით, იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს. მოსწავლეებმა მოსამართლეების, პროკურორის, ადვოკატის, ნაფიცი მსაჯულების, მოწმეების როლი მოირგეს და სასამართლოზე ბრალი ციციკორეს წაუყენეს.
სასამართლო შეხვედრას გარდა სასკოლო საზოგადოებისა, მოწვეული სტუმარიც - ფართო სპეციალიზაციის ადვოკატი, კერძო საადვოკატო საქმის მწარმოებელი სამართლის ყველა დარგში ნანა სამხარაძე ესწრებოდა.
აქტივობამ ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.
„ახალსოფლის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებს უმშვენიერესი დღე ჰქონდათ. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ნანას სტუმრობისთვის, მასთან დიალოგმა და კითხვა-პასუხის რეჟიმში შეხვედრის წარმართვამ, პროექტი უფრო საინტერესო გახადა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: