ახალსოფლის საჯარო სკოლის ორი წარჩინებული მოსწავლე სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერებით დაჯილდოვდა
26-04-2023
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები ნიკოლოზ გაბროშვილი და ნინო მაღალდაძე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

მათ ლეპტოპები გარდაბნის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებმა საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის გადასცეს. ისინი ნიჭიერი, შედეგზე ორიენტირებული, ბეჯითი მოსწავლეები არიან.

სკოლაში მათი წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.

„ძალიან ვამაყობთ, გილოცავთ ბავშვებო და უამრავი წარმატება თქვენ. მადლობა მასპინძლობისთვის მარტყოფის მეორე სკოლას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203