დაშბაშის საჯარო სკოლაში სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღეს ღონისძიება მიეძღვნა 
26-04-2023
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლაში სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღესთან დაკავშირებით აქტივობები მოეწყო.

მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა გაიხსენეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

მათ ამ მნიშვნელოვანი დღის შესახებ იმსჯელეს.

მოსწავლეებმა ასევე სკოლაში ლექსები წაიკითხეს და აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ფილმს უყურეს.

აღნიშნული აქტივობების ორგანიზატორი ბუნებისმეტყველების მასწავლებელი - ლუსინე კალაჩიანი გახლდათ.

სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღე 1915 წლის სომეხთა გენოციდის დროს დაღუპულთა მოსაგონებლად აღინიშნება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203