ცხენთაროს საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს კვირეული მიეძღვნა
26-04-2023

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხენთაროს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

შესაბამისად, დედამიწის დღესთან დაკავშირებით სკოლაში მოეწყო კვირეული - „დედამიწა ჩვენი სახლია“.

კვირეული მრავალფეროვან გარემოსდაცვით აქტივობებს მოიცავდა. 

მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლის ეზო, დარგეს ყვავილები და ხეხილი, შექმნეს ნახატები, პოსტერები და ასევე ჩაატარეს კვლევა - „ჩემი ეკონაკვალევი“. 

დედამიწის დღე 22 აპრილს აღინიშნება. ამ მასშტაბური მსოფლიო კამპანიის მთავარი მიზანი კი პლანეტის მოფრთხილებისკენ მოწოდებაა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203