დაშბაშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლაში წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნა.აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო წიგნის - „თევზი ხეზე“ პრეზენტაცია წარადგინეს.
მათ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს.
აღნიშნული პრეზენტაციის ორგანიზატორი ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ნათელა
ჯმუხაძე გახლდათ.
აქტივობაში ისინი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
23 აპრილს მსოფლიო წიგნის დღეს აღნიშნავს. ამ დღის აღნიშვნა წიგნის კითხვის წახალისებას ხელს უწყობს. თარიღი „იუნესკომ“ აირჩია და წიგნის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. წიგნის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად საქართველოშიც აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები: