კურტლარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე საინტერესოდ აღნიშნეს
26-04-2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურტლარის საჯარო სკოლაში წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე აღინიშნა. 

მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით, ერთმანეთს წაკითხული წიგნების შესახებ უამბეს და თავიანთი შთაბეჭდილებები გაუზიარეს. 

ბავშვებმა ასევე, სკოლის ბიბლიოთეკაში, საინტერესო წიგნები საჯაროდ და მხატვრულად წაიკითხეს.

მოსწავლეებმა ერთმანეთს შეახსენეს, რომ 1995 წელს იუნესკოს 28-ე სესიაზე გადაწყდა 23 აპრილის, წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღედ გამოცხადება. 

აღსანიშნავია, რომ აქტივობაში, მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი. 

სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებასა და მათში კითხვის კულტურის ჩამოყალიბებას დიდი ყურადღება ექცევა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203