ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში წიგნის საერთაშორისო დღეს კლასის საათი მიეძღვნა
26-04-2023
ტყიბულის N6 საჯარო სკოლის V კლასში, დამრიგებელ ირმა ქარქაშაძის ხელმძღვანელობით, კლასის საათი ჩატარდა, რომელიც წიგნის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. 

კლასის საათის ფარგლებში, მოსწავლეებმა კედლის გაზეთი გააფორმეს, სადაც ცნობილი მწერლების ასტრიდ ლინდგრენის, მარკ ტვენის, ჯიულ ვერნის პორტრეტები, გმირები და ცნობილი გამონათქვამები დაიტანეს.

მათ სტუმრებს ამ მწერლების ბიოგრაფიიდან საინტერესო ფაქტები მოუთხრეს, აგრეთვე გაიხსენეს ცნობილი ადამიანების ციტატები წიგნისა და წიგნიერების მნიშვნელობაზე.

დამრიგებელი და მოწვეული პედაგოგები მოსწავლეებს ადამიანის ცხოვრებაში წიგნის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. აქტივობის ბოლოს, დამრიგებელმა მათ ცნობილი ავტორების საბავშვო წიგნები საჩუქრად გადასცა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203