ნაგარევის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა მიეძღვნა
26-04-2023
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგარევის საჯარო სკოლაში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა მოეწყო.
შეხვედრა, სკოლის პროექტის - „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“, ფარგლებში, გეოგრაფიის მასწავლებლის ციალა გიორგაძის ხელმძღვანელობით და XI კლასის მოსწავლემ, ეკოკომიტეტის კოორდინატორმა სალომე ხუჯაძემ ჩაატარა.
პრეზენტაციის თემა - 22 აპრილი - დედამიწის დღე, გახლდათ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პრეზენტაციას ეკოკომიტეტის წევრები და სასკოლო საზოგადოება ესწრებოდნენ.
ამავე დღეს, სკოლაში, ეკოკომიტეტის ხელმძღვანელობით სოფელში არსებულ მდინარე - საბანელას სანაპიროზე სოფლის მიმდებარე ტერიტორიის გარკვეულ მონაკვეთზე დაირგო გრძელწიწვიანი ფიჭვის რამდენიმე ნერგი.
აღსანიშნავია, რომ ეკოკომიტეტმა მიზნად, მდინარის სანაპიროზე რეკრეაციული ზონის მოწყობა დაისახა.
სკოლაში, მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებასა და მოსწავლეებში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გააზრებას დიდი ყურადღება ეთმობა.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს