დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეული მუხრანის N1 საჯარო სკოლაში
26-04-2023

ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლაში, დედაენის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო, მრავლისმომცველი და შემეცნებითი კვირეული წარმატებით დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ კვირეულში, დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ქართული ენის დღეს საინტერესო აქტივობები მიეძღვნა: მოეწყო ფოტოსტენდი; მოსწავლეებმა გაუშვეს კედლის გაზეთი; შექმნეს ნახატი; მოეწყო საგანმანათლებლო საუბრები, როგორც იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიაზე, ასევე მისი შემოქმედების „დედა ენის“ შესახებ, ასევე გაიმართა მსჯელობა დედაენის დღის არსისა და მისი მნიშვნელობაზე.

ასევე, ამ დღეს მრავალფეროვანი საკლასო ღონისძიებები მიეძღვნა.

მოსწავლეებმა, ქართველი პოეტების დედაენის დღისადმი მიძღვნილი ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, ასევე მათ მიერ შესრულებულმა, მუსიკალურმა და ქორეოგრაფიულმა ნომრებმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს. 

„პატარების გულში კიდევ ერთხელ აგიზგიზდა ქართული ენის, ქართული სიტყვის სიყვარულის ცეცხლი, რომელიც არასდროს არ ჩაქრება“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლის დირექციამ, კვირეულში ჩართულ პედაგოგებს, გაწეული მუშაობისთვის და მონაწილე მოსწვალეებს, დიდი მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203