კურტლარის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი ღონისძიება გაიმართა
26-04-2023
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურტლარის საჯარო სკოლაში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით ყოველწლიური ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეებმა, ერთმანეთს ინფორმაცია გაუზიარეს და ამ დღის მნიშვნელობა შეახსენეს.
ბავშვებმა ერთობლივი ძალებითა და პედაგოგთა მხარდაჭერით, სკოლის ეზოში მცენარეები დარგეს და გარემო გაალამაზეს.
სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას და მათში გერემოსადმი სიყვარულის გაღვივებას დიდი ყურადღება ეთმობა, სწორედ ამ მიზნით, სკოლაში არაერთი გარემოსდაცვითი ღონისძიება ეწყობა, რათა მოსწავლეებმა საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა გაიაზრონ და ხელი შეუწყონ ჯანსაღი გარემოს შექმნას.
შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიურად, 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს