პატარა ხანჩალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე ღონისძიებით აღნიშნეს 
26-04-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ხანჩალის საჯარო სკოლაში, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა ქართული ენის დღის არსსა და საქართველოსთვის მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 

მოსწავლეებმა, ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, მათ მიერ შესრულებულმა მუსიკალურმა და ქორეოგრაფიულმა ნომრებმა კი, ღონისძიება კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა.

ბავშვები დიდი მონდომებით ჩაერთნენ ღონისძიებაში და თავიანთი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას პედაგოგი ნარინე ჩოგანდარიანი ხელმძღვანელობდა. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203