
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას მეტად საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ. პედაგოგები სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებას ყოველდღიურად ცდილობენ და ახალგაზრდებს სხვადასხვა ღონისძიებას სთავაზობენ.
ამჯერად, ეშტიის N2 საჯარო სკოლის მეხუთეკლასელებმა ინგლისური ენის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. მოსწავლეებმა ამ დღის დაარსების ისტორიაზე ისაუბრეს. ნამუშევრები შექმნეს და გამოფინეს.
დღეისთვის ინგლისური ყველაზე ფართოდ გამოყენებადი და სწავლებადი ენაა, ამიტომ სკოლაში კარგად ესმით უცხოური ენის ხარისხიანი სწავლების მნიშვენლობა.
23 აპრილი - ინგლისური ენის საერთაშორისო დღეა, ეს დღე აგრეთვე ასოცირდება უილიამ შექსპირის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღთან.
იხილეთ ფოტოები: