„კეთება ცოდნისთვის და ცოდნა კეთებისთვის“ - ტყიბულის N6 სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებს პედაგოგმა, ლელა სილაკაძემ საინტერესო აქტივობა შესთავაზა
26-04-2023
ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

„სწავლა კეთებით“ - „კეთება ცოდნისთვის და ცოდნა კეთებისთვის“ - ამ სლოგანის გარშემო V და V კლასის მოსწავლეები ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე გაერთიანდნენ. ისინი პედაგოგ ლელა სილაკაძის ხელმძღვანელობით, გაეცნენ კვლევით ხელსაწყოებს, ჩაატარეს ცდები, დააკვირდნენ მზა პრეპარატებს მიკროსკოპითა და ლუპით.

აღნიშნული გაკვეთილი დეკლარატიული, პროცედურული და პირობისეული ცოდნის ერთმანეთთან დაკავშირებას ემსახურებოდა. აქტივობის მიზანი მოსწავლეებში კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა და საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ ინტერესის გაზრდა იყო. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203