რუფოთის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს მრავალფეროვანი აქტივობები მიეძღვნა
26-04-2023
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ რუფოთის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობა განახორციელეს - ხეები დარგეს, ასფალტზე დახატეს და თავიანთი ხელით შექმნილი რესურსებით გარემო გაალამაზეს.

სკოლაში, აქტიური ჩართულობისათვის, მადლობა მოსწავლეებსა და პედაგოგებს: ნინო სოფრომაძეს, ქეთევან ცქიფურიშვილს, თამრიკო კაკაურიძეს, ცირა ჩიტიძეს, ფიქრია გოგბერაშვილსა და ნათია გოგისვანიძეს გადაუხადეს. 

„ჩვენი სკოლა ყოველწლიურად უერთდება ამ ღონისძიებას და მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა აქტივობას ახორციელებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღის ქსელის მიერ მსოფლიო მასშტაბითაა კორდინირებული და ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203