განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს
26-04-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსსა და აქტივობაში ხშირად ერთვებიან.
ამჯერად, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, აჭარის რესპუბლიკური თამაშები გაიმართა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში ინტერესით, ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ. შედეგად კი, წარმატებებას მიაღწიეს და აჭარის სკოლებს შორის, მესამე ადგილი მოიპოვეს.
მათი სპორტის მასწავლებელი რომან ცეცხლაძეა, რომელიც მოსწავლეთა განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს. სკოლაში მათი წარმატებით ამაყობენ.
„ვულოცავთ ჩვენს ბავშვებსა და რომან მასწავლებელს კიდევ ერთ წარმატებულ ასპარეზობას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს