მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე ზრუნვას პირველი კლასიდანვე იწყებენ.
მასწავლებლები მათ მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ, შედეგად პატარები ანბანს ხალისით სწავლობენ. ამჯერად, სკოლაში „ანბანის დღესასწაული“ გაიმართა.
პირველკლასებმა ლექსები წაიკითხეს, იცეკვეს, იმღერეს, ითამაშეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. ისინი საზიმოდ გამოეწყვენენმ ნასწავლი მასალა გაიმეორეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
„ჩვენც ვულოცავთ ჩვენს პატარებს და მათ ვუსურვებთ ბრწყინვალე და წარმატებულ მომავალს“,- აღნიშნავენ სკოლაში.