საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა
26-04-2023

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული შეაჯამეს.

კვირეულის ფარგლებში ჩატარდა ღონისძიებები: კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი, პრეზენტაცია - „ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ“.

ნომინაციებში გამარჯვებული მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ. ჩატარდა, აგრეთვე, შემაჯამებელი ღონისძიება - „ქართული ჩემი დედაენა“.

პროექტის აქტუალობა იყო ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის მნიშვნელობა. ენის, როგორც სალიტერატურო ფენომენის მოვლა-პატრონობა.

მიზანი კი ქართული ანბანის განსაკუთრებულობის შეგრძნება, ლამაზად წერის პოპულარიზაცია, მოსწავლეთა დაინტერესება და ცნობიერების ამაღლება იყო.

კვირეულის ორგანიზატორები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები: ირმა ლომაია, ზოია წულაია, დაწყებითი კლასების მასწავლებლები: ლანა არდია და ლია კვანჭიანი იყვნენ. 

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის  ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობას საპროტესო აქცია მოჰყვა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203