შავღელეს საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის სადარაჯოზე 
26-04-2023

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლაში ახალგაზრდების ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. შესაბამისად სკოლაში არაერთი გარემოსდაცვითი ღონისძიება იმართება.

შესაბამისად მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ისეთი გარემოსდაცვითი დღესასწაული, როგორიც დედამიწის დღეა. 

პირველ-მეორე კლასმა დედამიწის საერთაშორისო დღეს მრავალფეროვანი აქტივობები მიუძღვნა. 

მათ შორის, მოსწავლეებმა ხეები დარგეს, გარემოსდაცვით თემაზე ფილი ნახეს და ნახატები გააფერადეს. მოსწავლეებმა, პედაგოგთა დახმარებით,  წარმოდგენა შეიქმნეს თუ როგორ უნდა მოვუაროთ და გავუფრთხილდეთ ჩვენს პლანეტას. 

ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს პედაგოგებმა - ქეთო დარჩიძემ და ხათუნა მანველიძემ. 

დედამიწის დღე 22 აპრილს აღინიშნება. ამ მასშტაბური მსოფლიო კამპანიის მთავარი მიზანი კი პლანეტის მოფრთხილებისკენ მოწოდებაა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203