მუხურის თემის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა
26-04-2023

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის, მუხურის თემის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეები მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს მონდომებით აღნიშნავენ.

ამჯერად, სკოლაში მე-4 კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღე ღონისძიებით აღნიშნეს.

„მოსწავლეებმა დღევანდელი დღე ლექსებითა და სიმღერებით გაალამაზეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მეოთხეკლასელებმა შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტეს.

მათ ასევე პედაგოგებთან - ნონა პაპასკირსა და ნანა გუჯეჯიანთან ერთად, სკოლაში კედლის გაზეთი შექმნეს.

აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ ეს დღე სკოლაში ყოველწლიურად აღინიშნება.

დედამიწის დღე ყოველწლიურად,  22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203