
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერნების საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა.
სკოლის მე-6 კლასში პედაგოგმა - მანანა აბულაძემ აღნიშნულ დღეს ბუნების გაკვეთილი მიუძღვნა, რომლის თემა იყო - „დედამიწა ჩვენი სახლია“.
გაკვეთილზე მოსწავლეებმა საინტერესო ნახატები შექმნეს, გააფერადეს.
გაკვეთილი კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდა. მოსწავლეებმა პედაგოგთან ერთად, დედამიწის პრობლემების შესახებ ისაუბრეს.
„ვისაუბრეთ ეკოსისტემის გარშემო, ბიომრავალფეროვნებაზე, კლიმატის პრობლემებიც შევიტყვეთ, ასევე გვქონდა შემეცნებითი საუბრები და გამოვთქვით ჩვენი სურვილი დედამიწის დასახმარებლად“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მათ ასევე სასწავლო რესურსი - პოსტერები შექმნეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბუნების გაკვეთილი საინტერესო და შინაარსიანი იყო.
„ძალიან საინტერესო და შინაარსიანი აღმოჩნდა ბუნების გაკვეთილი, იმედი მაქვს ჩემი მოსწავლეები თავიანთი პაწაწინა ხელებით დაეხმარებიან დედამიწას, სისუფთავეს, ყვავილების დარგვას. ხეების დარგვა - აი, რას დამპირდნენ ისინი და მათთან ერთად მეც მივიღებ მონაწილეობას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
დედამიწის დღე ყოველწლიურად, 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.
იხილეთ ფოტოები: