განძის N2 სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობები მოეწყო
26-04-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს.

სკოლის მე-4 კლასში აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით საინტერსო აქტივობები მოეწყო. 

„მე-4 კლასის მოსწავლეებმა იციან, რომ დედამიწა „ცოცხალი არსებაა“ და მას მუდმივად სჭირდება მოფრთხილება. ერთადერთი გზა, რითიც ჩვენ შეგვიძლია დედამიწის მოვლა, არის გარემოს დაცვა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეებმა საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და ერთმანეთს გაუზიარეს.

მოსწავლეები ლოზუნგის - „მოვუფრთხილდეთ დედამიწას, ჩვენი კეთილდღეობისა და ჯანმრთელი მომავლისათვის“ გარშემო გაერთიანდნენ და თემატური პლაკატები, ნახატები შექმნეს.

აქტივობაში ისინი ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.

მათ შემოქმედებითი უნარები და ცოდნა წარმოაჩინეს.

კლასის პედაგოგი ლ.გალოიანი გახლავთ. 

დედამიწის დღე ყოველწლიურად,  22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203