ფუთის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი დვალმა სამბოში, ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
26-04-2023

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფუთის საჯარო სკოლაში მრავალმხრივ ნიჭიერი მოსწავლეები სწავლობენ. სკოლის სასახელოდ ისინი წარმატებით მონაწილეობენ როგორც სასკოლო, ისე გარე ღონისძიებებში. 

ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა მეათეკლასელი - გიორგი დვალი. ის სპორტული მიღწევებით გამოირჩევა. მან სამბოში (64 კგ.წონით კატეგორიაში) საქართველოს პირველობაზე, ოქროს მედალი და ისრაელში, ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

 22 აპრილს ისრაელში გამართულ ჩემპიონატშიც წარმატებით იასპარეზა და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ ის წარმატებით ასპარეზობს სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრში.

„ვულოცავთ გიორგის გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

​სკოლა მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203