
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაციხის საჯარო სკოლაში, პროექტის - „მწვანე გარემო ჩვენი არჩევანია“, ფარგლებში მოსწავლეთა ნამუშევრები გამოიფინა.
პროექტის ხელმძღვანელი, ბიოლოგიის მასწავლებლის თამთა მოდებაძე გახლავთ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას ნარჩენების შემცირებისა და ეფექტიანი მართვისთვის, ნარჩენების ხელახალი გამოყენებით ახალი ნაკეთობების დამზადების მაგალითები წარუდგინეს, კერძოდ საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან დამზადებული სხვადასხვა ნივთები, „მწვანე ქალაქის“ მაკეტი და სხვა.
აღსანიშნავია, რომ გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო გარემოსდაცვითი შინაარსის ლოზუნგები და პლაკატები, ეკო-ანბანი, ანუ ქართული ანბანის თითოეულ ასოზე შექმნილი ეკო-სიტყვა, წინადადება, და გზავნილი ნახატის დართვით და სხვა.
სკოლაში, მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას და მათში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გააზრებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
იხილეთ ფოტოები: