გომანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე საზეიმოდ აღნიშნეს
26-04-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლაში, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიებაში, მე-9 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებმა, სცენა საზეიმოდ მორთეს და სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი სანახაობა შესთავაზეს. ბავშვებმა აღნიშნეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს თარიღი ქართველი ერისთვის. 

ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს, რამაც ღონისძიება კიდევ უფრო ემოციური და შთამბეჭდავი გახადა. 

ღონისძიებას, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ხატია მეკოკიშვილი ხელმძღვანელობდა. 

აღსანიშნავია, რომ ზეიმს მასწავლებლები და სკოლის დირექტორი ჰაიასტან მოვსესიანი ესწრებოდნენ, მოხიბლულმა დამსწრე საზოგადოებამ მოსწავლეებსა და პედაგოგს, წარმოდგენილი სანახაობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203