
თბილისის N133 საჯარო სკოლაში, დედაენის დღე საინტერესოდ აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით , IIIზ კლასის მოსწავლეებმა კალიგრაფიის კონკურსი მოაწყვეს, რომელსაც პედაგოგი ლელა სახვაძე ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა, ფურცლის დაძველების მეთოდი გამოიყენეს, საზედაო ასოებით, შერჩეული ტექსტები ლამაზად გააფორმეს და სასკოლო საზოგადოებას საინტერესო ნამუშევრები შესთავაზეს.
ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა და პედაგოგმა აღნიშნეს, რომ ენა მხოლოდ საკომუნიკაციო საშუალება არაა, ენა აზროვნების იარაღია. ჩვენ მდიდრები ვართ ენით და მდიდრები ვართ ანბანით, ასევე გააჟღერეს თავიანთი სურვილი, რომ ქართველ ერს არასოდეს დაეკარგოს დედა - ქართული ენა!
ღონისძიების მონაწილეებმა, მოიხმეს ილია ჭავჭავაძის სიტყვები:
„სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?… სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას... ენა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს“.
მოსწავლეებისთვის დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო, ისინი კონკურსში სიამოვნებით ჩაერთნენ და საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: