
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი კედლის გაზეთები შექმნეს.
XI კლასის მოსწავლეებმა კედლის გაზეთი, ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას მიუძღვნეს.
მოსწავლეებმა ისაუბრეს თუ რამდენად საოცარია ვაჟა-ფშაველას ჰუმანიზმი, აღნიშნეს რამდენად დიდი შემოქმედი იყო და ქართველ ერს რამხელა საგანძური დაუტოვა.
მოსწავლეებმა, მისი ბიოგრაფია გაიხსენეს, მოიძიეს ახალი და მათთვის უცნობი ინფორმაციები, ახალ მასალაზე დაყრდნობით კი საინტერესო და ინფორმაციული კედლის გაზეთები დაამზადეს.
სკოლაში მოსწავლეთა ლიტერატურისადმი სიყვარულის გაძლიერებას და ქართველი მწერლების შესახებ მათი ცოდნის გაღრმავებას დიდი ყურადღება ეთმობა.
იხილეთ ფოტოები: